NEWS
...

10/08/2017 Gwp-იმ ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად კიდევ ერთი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა - კომპანიამ წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის და წყალარინების ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით შეცვალა. ასევე, წყალმომარაგების ევროპული ინფრასტრუქტურული ელემენტები დაამონტაჟა.

 

„აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში  მოძველებული მილები შევცვალეთ ახლით. დავამონტაჟეთ  ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. წყალმომარაგების ქსელის გამართულად ფუნქციონირების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვაგრძელებთ მასშტაბურ პროექტებს  ამჟამად კომპანია პარალელურად თბილისის 40 ქუჩაზე აწარმოებს ქსელის სრულ რეაბილიტაციას“ - განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა.

 

ასათიანის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს.

ასათიანის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები  11 აგვისტოს განხორციელდება. ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 11 აგვისტოს, დილის, 12:00 საათიდან, 12 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს; ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილს და მიმდებარე ქუჩებს; ბაგებს და წყნეთს;

სოფ. დიღმის ნაწილს; კიკეთს; კოჯორს;

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE