ჩვენ შესახებ

 

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  (GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. კომპანია  თბილისის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

დედაქალაქის წყალმომარაგებასა და წყალარინების მომსახურებაზე კომპანიის 3000-ზე მეტი თანამშრომელი ზრუნავს.


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ქალაქის მასშტაბით, 467 300 აბონენტს ემსახურება, მათ შორის 446 200  საყოფაცხოვრებო და 18 500 არასაყოფაცხოვრებო აბონენტია.




 

ძირითადი ფასეულობები 

 

  • საიმედოობა –  მომხმარებლისთვის სასმელი წლის საიმედო მიწოდების უზრუნველყოფა

  • ხელმისაწვდომობა - მომხმარებლისთვის სასმელი წლის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა 

  • პასუხისმგებლობა დარგის განვითარების ხელშეწყობა. ობიექტების და ქსელების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. კომუნალური მომსახურების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. 

  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა – საქმიანობა ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით

  • ხარისხი მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და მომსახურების მიწოდება

  • უსაფრთხოება – სანიტარული ზონებისა და ობიექტების დაცვის უწყვეტი ციკლის უზრუნველყოფა.