განცხადების ტიპები

ძირითადი პროცედურული საკითხები, რის თაობაზეც მოქალაქეები განცხადებით მიმართავენ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავო ოფისს


მიერთების მსურველმა უნდა შეავსოს სემეკის 2012 წლის 21 სექტემბრის N9/2  გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართი 1 (განაცხადი, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ).
იხ. დანართი 1

 

წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადს უნდა დაერთოს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტები:

-         განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 

-         ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

 

-         ამონაწერი საჯარო რეესტრიიდან ან ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს;

 

-         მიერთების საფასურის 50%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო, თუ ადგილი აქვს, წყალმომარაგების სისტემაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას -  მიერთების საფასურის 100%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;   იხ. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადები და საფასური

 

იხ. ანგარიშსწორების დეტალები

 

 

SMS-სერვისი

  • განცხადების შეტანისთანავე, მოქალაქეს გადაეცემა რეგისტრაციის ფურცელი, თანდართული მითითებით: დაელოდეთ SMS-შეტყობინებას.

  • განცხადების პასუხთან დაკავშირებით, 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, მოქალაქე მიიღებს სტანდარტულ SMS-შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ განცხადებაზე პასუხი მომზადებულია.