ახალი ამბები
...

18/07/2016 ეკონომიკის ექსპერტებმა ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს

ეკონომიკის ექსპერტებმა ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ობიექტები დაათვალიერეს

 

 

16 ივლისს, ეკონომიკის ექსპერტებმა კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერეს.

 

ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია მოინახულეს, სადაც წყლის ანალიზი 24  საათიან რეჟიმში კეთდება. მათ ასევე, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები,  ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგურის - „საგურამოჰესის" მშენებლობის პროცესი, დაათვალიერეს, რომლის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  მხრიდან ეკონომიკის ექსპერტების ვიზიტს

გიორგი ცხადაძე - კომპანიის გენერალური დირექტორი, ეკტერინე ბერიძე - კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი - ოპერაციების მართვის დირექტორი, თამარ ნიკურაძე - ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. 

 

ვიზიტის მიმდინარეობისას  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ხელმძღვანელობამ, ეკონომიკის ექსპერტებს,  კომპანიის სამომავლო გეგმები და საინვესტიციო პროექტები გააცნო. 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები