ახალი ამბები
...

25/07/2016 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ სტაჟირების პროგრამა დაიწყო

დღეს, 25 ივლისს, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატებისთვის, წყალმომარაგების სფეროს 8 მიმართულებით, სტაჟირების პროგრამა დაიწყო.

ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა, სტაჟირებისთვის 30 მონაწილე შეარჩია და პოზიციების შესაბამისად  სხვადასხვა დეპარტამენტში, მენტორებთან გადაანაწილა.

 

სტაჟირების პერიოდში, მენტორის მიერ, მონაწილის შეფასება წინსაწარ შემუშავებული შეფასების სისტემის შესაბამისად მოხდება.

მონაწილეები სტაჟირებას, წყალმომარაგების სფეროს შემდეგი მიმართულებებით გაივლიან: 

 

მშენებელ ინჟინერი, მეტროლოგი, ენერგეტიკისა და ელ. ინჟინერიის სპეციალისტი, მშენებლობისა და პროექტირების სპეციალისტი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი და მიკრობიოლოგი.

 

 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დასაქმების ფორუმზე დარეგისტრირებული 400-მდე მსურველიდან, შერჩეულ იქნა  117 მონაწილე. მათ გასაუბრება ორ ეტაპად  როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ასევე დარგის სპეცილისტებთან გაიარეს. სტაჟირების პროგრამა 45 დღეს მოიცავს, რომელსაც გასაუბრების შედეგად შერჩეული 30 მონაწილე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით გაივლის.

 

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს. 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები