ახალი ამბები
...

05/08/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, მშენებლობის პროცესი დასრულდა.  ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამ დროისთვის ”საგურამოჰესის” სამანქანო დარბაზი მოწყობილია. ასევე, ევროპული წარმოების ტურბინა-გენერატორები და ტრანსფორმატორები დამონტაჟებულია. დასრულების ეტაპზეა ჰიდროელექტროსადგურის მართვის პანელების სამონტაჟო სამუშაოები. 

 

საგურამო ჰესის მშენებლობის მიზანია,  კომპანიის  ენერგოეფექტურობის და დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგების გაუმჯობესება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის კომპანია 10.5 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს.  პროექტში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატების სტაჟირების პროგრამა წყალმომარაგების სფეროს რვა სხვადასხვა მიმართულებით  მიმდინარეობს.

მიმდინარე  კვირაში ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა,  30 მონაწილე პოზიციების შესაბამისად  სხვადასხვა დეპარტამენტში მენტორებთან გადაანაწილა. სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ, მენტორების შეაფასების  საფუძველზე, მონაწილეებს კომპანიაში დასაქმების შანსი ექნებათ.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში:

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის და საჯაიას ქუჩებზე,   წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყლარინების  ქსელის 635 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, წყალსადენის ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ახლით შეიცვალა.

მთაწმიდის რაიონში, ამაღლების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. გამანაწილებელი ქსელის 760 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და წყალარინების ქსელის 160 სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ვაკის რაიონში, წყნეთში, თამარ მეფის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის   150 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი და  წყალარინების ქსელის 230 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები