ახალი ამბები
...

12/08/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ დასაქმების ფორუმის შედეგად შერჩეული კანდიდატების  სტაჟირების პროგრამა აქტიურ ფაზაშია.

სტუდენტები სტაჟირებას წყალმომარაგების სფეროს შემდეგი მიმართულებებით გადიან: ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორია, სამშენებლო-სარემონტო დეპარტამენტი, საპროექტო სამსახური, ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური და სხვ.

სტაჟირების პროგრამა 45 დღე გაგრძელდება. მონაწილეები  როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ.

 

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით ელექტრო- სამონტაჟო სამუშაოები გრძელდება. საგურამოჰესის სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 32 მლნ.კვტსთ. ჰესის მშენებლობის მიზანია,  კომპანიის  ენერგოეფექტურობის და დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგების გაუმჯობესება.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

ვაკის რაიონში, კეკელიძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის   125 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი  ახლით იცვლება.

 

დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 880 მეტრის სიგრძის მონაკვეთი მთლიანად შეიცვალა. წყალარინების ამორტიზებული ქსელის 120 მეტრი სიგრძის მონაკვეთი უკვე შეცვლილია.

სოფელ გლდანში, მებაღიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 950 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი მთლიანად შეიცვალა.

მთაწმიდის რაიონში, ამაღლების ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დამთავრდა. წყალარინების ქსელის 175 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები