ახალი ამბები
...

19/08/2016 მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

მთაწმინდის რაიონის ქუჩების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კომპანია  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - ახლით შეიცვალა წყალსადენის ქსელის მოძველებული 1200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის კომპანიამ, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

 

აღნიშნული სამუშაოები დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ  და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა მოინახულეს.

 

ამაღლების ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მერიის კეთილმოწყობის სამსახური შემოდგომაზე დაასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

ახლადშეცვლილი წყალსადენის ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით დღეს, 19 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, 20 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონის ნაწილს:

 

გერგეთის, ამაღლების, მაყაშვილის, წავკისის, შინდისის, ავთანდილის, ოქროყანის, სავანელის, ს.მესხის, კოჯრის, ასათიანის, შ. დადიანის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ი.მაჩაბლის, გ.ქიქოძის, პ.ჭონქაძე, იაშვილის, ახოსპირელის, აბესაძის, ჯიბლაძის, საიათნოვას, აბო თბილელის, აბოვიანის, ხოდაშენის, ხანძთელის, ა. კათალიკოსის, ივერიის, ლესელიძის, სიონის, იერუსალიმის, ბეთლემის, ასკანის, გომის, თუმანიანის, სამღებროს, საადის, ბოტანიკურის, ორპირის და სალმის ქუჩებს.

 

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით ეგზავნებათ. 
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის www.gwp.ge მეშვეობით.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები