ახალი ამბები
...

19/08/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, ექსპლუატაციაში გასაშვებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის ჰესის ქვესადგურში მაღალი ძაბვის ელექტრომიერთების სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე კვირაში კომპანიის ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტმა,  თანამშრომლების დარგობრივი კომპეტენციის განვითარების მიზნით, ,,GWP აკადემიის“ მეორე პროექტი დაიწყო. მონაწილეთა შერჩევა და რეგისტაცია დასრულებულია. ისინი მომდევნო კვირიდან  წყალმომარაგების დარგის  განვითარების 6 ძირითად მოდულს გაივლიან.

მთაწმინდის რაიონში, ამაღლების  ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.                                       19 აგვისტოს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - ახლით შეცვალა წყალსადენის ქსელის მოძველებული 1200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და  ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. ამაღლების ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ასფალტის ახალ საფარს შემოდგომაზე დააგებს. 

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის   750 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი  ახლით იცვლება.

ამავე რაიონში, ველის დასახლებაში, წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. წყალარინების ქსელის 850 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი მთლიანად შეიცვალა.

 

სოფელ გლდანში, ბარათაშვილის ქუჩის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა. წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

გლდანის რაიონში, ავჭალა 1-ის დასახლებაში, გაბაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი მთლიანად შეიცვალა.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები