ახალი ამბები
...

26/08/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის მშენებლობა დაასრულა. ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მაღალი ძაბვის ელექტრო სამუშაოები გრძელდება.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

ვარკეთილი 3-ის II მიკრორაიონის მე-5 კორპუსის მიმდებარედ წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო - ძველი ქსელის  110 მ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. 

 

ამავე რაიონში, ლილოს დასახლებაში,  მეფრინველეობის  ქუჩის სტაბილური წყალმოამარაგების მიზნით,  წყალსადენის ახალი ქსელის მოსაწყობად, ტექნიკური  სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

აღნიშნულ დასახლებაში, კომპანია    550 მ-მდე სიგრძის წყალსადენის ახალ  ქსელს  მოაწყობს.

 

სამგორის  რაიონში, ქინძმარაულის მე-2 შესახვევში, ზემო მეტალურგიის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის  ძველი ქსელის  1000 მ სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

 

აფრიკის დასახლებაში,  360-ე კილომეტრზე, წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს  -  900 მ სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

 

ისნის რაიონში,  ბუკისციხის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - 1000 მეტრამდე სიგძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

 

ზაჰესის დასახლებიდან  საბურთალოს მიმართულებით, მცხეთის სამხედრო გზაზე, 1100 მეტრი სიგრძის წყალსადენის ახალი ქსელის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო.

 

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები