ახალი ამბები
...

02/09/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა

დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კომპანია  ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - ახლით შეიცვალა წყალსადენის ქსელის მოძველებული 880 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. ასევე,  წყალარინების ქსელის  200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი. წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის კომპანიამ, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

 

აღნიშნული სამუშაოები დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა მოინახულეს.


ქუთაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობა  10 სექტემბრისთვის დაასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

 

ახლადშეცვლილი წყალსადენის ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით დღეს, 2 სექტემბერს, საღამოს 16:00-დან ხვალ, 3 სექტემბერს 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონის ნაწილს:

 

კვნიყაძის , თევდორე მღვდლის, ცაბაძის, ყიფიანის, ბათუმის, ფოთის, ს.მეტრეველის, იამანიძის, ქურდიანის, გაფრინდაულის, აგლაძის, ქუთაისის, ევდოშვილის, ვ. ბაგრატიონის, გორის, ფიფიების, ფიფიას, ვორონინის, სოხუმის, ზუგდიდის, ცემის, კედიას, კერესელიძის, ხოშარაულის, ვანის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, თ.ერისთავის, ტრანსპორტის, აბასთუმნის,  დგებუაძის ქუჩებს; რობაქიძის ქუჩის N7-ს და წინამძღვრიშვილის ქუჩის N133- დან N137-ის ჩათვლით და N176-დან N200-ის ჩათვლით. წერეთლის გამზირს და დ.აღმაშენებლის გამზირის N171-დან N197-ის ჩათვლით და N144-დან N184-ის ჩათვლით. მარცხენა სანაპიროს - მარჯანიშვილის ხიდიდან დიღმის ხიდამდე.

 

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით ეგზავნებათ.

 
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის www.gwp.ge მეშვეობით.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები