ახალი ამბები
...

02/09/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - ახლით შეიცვალა წყალსადენის ქსელის მოძველებული 880 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. ასევე,  წყალარინების ქსელის  200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი. წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის კომპანიამ, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

ქუთაისის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობა  10 სექტემბრისთვის დაასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. 

 

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე და საჯაიას ქუჩაზე,  წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაასრულდა. მოეწყო წყალარინების 530 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი და ამორტიზებული ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

აღნიშნული ქსელი უზრუნველყოფს  მოსახლეობის და ისეთი მსხვილი აბონენტების მომსახურებას როგორიცაა სასტუმრო „ჰილტონი“ და  „აქსისი“.

 

ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის, ექსპლუატაციაში გასაშვებად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულების ფაზაშია.  საგურამოჰესის ექსპლუატაციაში ჩაშვება სექტემბრის მეორე ნახევარში იგეგმება.

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ყოფილი ელექტროშედუღების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალარინების ქსელის   890 მეტრი სიგრძის  ამორტიზებული მონაკვეთი  მთლიანად შეიცვალა.

სამგორის რაიონში, ჭირნახულის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 1000 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. წყალარინების ქსელის 800 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი, ასევე, წყალსადენის ქსელის 780 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები