ახალი ამბები
...

12/09/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვარაზის ხევში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2 დღეში დაასრულებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ვარაზის ხევში, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. სამუშაოები 2 დღეში დასრულდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში, კომპანია  300 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის ახალი საფარი მოეწყობა და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

 

პროექტი დედაქალაქის ურბანული განვითარების  ხელშეწყობას ემსახურება. ვაკის რაიონში განაშენიანების მატების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია წყალარინების სისტემის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება.

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, მასშტაბური სამუშაოები შეასრულა - ვარაზისხევში, ახლით შეიცვალა წყალარინების 105 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, მოეწყო წყალარინების მიმღები ახალი კამერა და ჭა; ეკელიძისქუჩაზე, წყალარინების მაგისტრალური ქსელის 100 მეტრზე მეტი სიგრძის  მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

ამავე პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ბარნოვის ქუჩაზე, სადაც წყალსადენისა და წყალარინების  ქსელის 200 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საჯაიას ქუჩასა და ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც  ახლით შეიცვალა წყალარინების მაგისტრალური ქსელის 650 მეტრამდე სიგრძის მონაკვეთი. აღნიშნული ქსელი უზრუნველყოფს მოსახლეობის და ისეთი მსხვილი აბონენტების მომსახურებას, როგორიც არის სასტუმრო „ჰილტონი“ და „აქსისი“.

 

კონკრეტულად ამ ქუჩებზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის  კომპანიამ  622 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა"  2016 წლის დასაწყისიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უკვე 87 ქუჩაზე განახორციელა -  წყალსადენის და წყალარინების 62 000 მეტრი სიგრძის ქსელი ახლით შეიცვალა. წლის ბოლომდე, კომპანია რეაბილიტაციას თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელს შეცვლის.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები