ახალი ამბები
...

23/09/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

ახალი ჰიდროელექტროსადგური, საგურამოჰესი, საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში 25 სექტემბრიდან ჩაერთვება. ექსპლუატაციაში გასაშვები სამუშაოები დასრულდა და ჰესი ტესტირების რეჟიმში მუშაობს.

 

საგურამოჰესის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი კვირას, 25 სექტემბერს, 13:00სთ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში გაიმართება. ახალი ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატის დადგმული სიმძლავრე  5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 32 მლნ.კვტ\სთ.

 

ახალი ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა.

 

 

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

 

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა.  ახლით შეიცვალა წყალსადენის ქსელის 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და  ევროსტანდარტის  ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა.

 

კრწანისის რაიონში, მელქაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 750 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე აქტიურად მიმდინარეობს, სოფელ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე.  წყალარინების ქსელის 350 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცველბა.

 

დასრულების ეტაპზეა სამგორის რაიონში, კაკლიანის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 850 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის პირველ შესახვევში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. წყალსადენის ქსელის 650 მეტრი სიგრძის და წყალარინების 170 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით იცვლება.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები