ახალი ამბები
...

25/09/2016 საგურამოჰესი საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში, დღეს, 25 სექტემბერს ჩაერთვება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში,  წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ახალი ჰიდროელექტროსადგურის, საგურამოჰესის მშენებლობა დაასრულა.

ჰესი საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გილაურთან და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად გახსნეს.

საგურამოჰესის გახსნის ცერემონიალს, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი და ვიცემერები, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები,  ეკონომიკის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგურამოჰესის მშენებლობის ინიციატორი და პროექტის ავტორი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“. ეკოლოგიურად სუფთა, ,,მწვანე“ ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის  კომპანიამ 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. 

სო ჰესი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მთავარი აქციონერის, GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელის, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ მხარდაჭერით ააშენა, რომელიც კვლავ აქტიურად განაგრძობს უცხოური მოზიდული კაპიტალის ქართულ კომპანიებში ინვესტირებას.

„ბიჯეო“ ჯგუფმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ჯამში უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რამაც კომპანიის გაფართოვებას და განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

აგრეგატის დადგმული სიმძლავრე  5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 32 მლნ.კვტ\სთ.

საგურამოჰესის ტურბინა-გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები, ავსტრიულმა კომპანია ANDRITZ HYDRO SAS -მა დაამზადა, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ქართულმა სამშენებლო კომპანია ,,სპეცჰიდრომშენმა“ განახორციელა. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია  ,,Stucky SA” ზედამხედველობდა.

ახალი ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა.

საგურამოჰესის მშენებლობა 2015 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო. პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ დამატებით 100 ადამიანზე მეტი დაასაქმა.

25 სექტემბრიდან ახალი ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო.

ასეთი ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია  ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები