ახალი ამბები
...

30/09/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

ახალი ჰიდროელექტროსადგური საგურამოჰესი საქართველოს ერთიან ენერგო სისტემაში 25 სექტემბრიდან ჩაერთო.

საგურამოჰესი საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გილაურთან და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად გახსნეს.

ჰესის გახსნის ცერემონიალს, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები,  ეკონომიკის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ეკოლოგიურად სუფთა, ,,მწვანე“ ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის  კომპანიამ 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, კომპანიამ ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, წყალარინების ახალი ქსელის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო.

პროექტი გამოირჩევა მასშტაბურობით -  ოთხ ეტაპად მიმდინარეობს. საერთო ჯამში მოეწყობა 12 კმ სიგრძის ახალი წყალარინების ქსელი. აღნიშნულ პროექტში, კომპანია 10.2 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

კრწანისის რაიონში, მელქაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, წყალსადენის ქსელის 750 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის  650 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

ამავე რაიონში,  ახალდაბის ქუჩაზე, რეაბილიტაციის ფარგლებში წყლასადენის ქსელის 520 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის  პირველ შესახვევთან, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა - წყალსადენის ქსელის 1 კმ-ზე მეტი და წყალარინების 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით შეიცვალა. ასევე 4 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

 ისნის რაიონში, ბუკისციხის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, წყალსადენის ქსელის 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები