ახალი ამბები
...

13/10/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დავალიანების მქონე აბონენტებისთვის წამახალისებელი აქცია „გადაიხადე 50%“  დაიწყო. კომპანია დავალიანების მქონე აბონენტებს  2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის.

 

კომპანიამ ნაძალადევის რაიონში, ჩარგლისა და მუხრანის ქუჩების კვეთაზე, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ახლით შეიცვალა  მაგისტრალური ქსელის 450 მეტრის სიგრძის მონაკვეთი და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. შედეგად, დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კომპანიამ პროექტში  500 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან ერთად დიდი ჯიხაიშის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება. პროექტის ფარგლებში სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემა. სამუშაოების დასრულებისთანავე ნაძალადევის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

 

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

 

ვაკის რაიონში, ახალდაბის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  წყალსადენის ქსელის 550 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

ნაძალადევის  რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. წყალსადენის ქსელის 380 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი და წყალარინების ქსელის 160 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

 

გლდანის რაიონში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 350 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ასევე, გლდანის რაიონში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტაბიძიძის ქუჩაზე დაიწყო. წყალსადენის ქსელის 150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ამავე რაიონში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. წყალსადენის ქსელის 150 მეტრის სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები