ახალი ამბები
...

11/11/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის და მუხრანის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა - ახლით შეიცვალა 900 მმ-იანი მაგისტრალური ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და 6 ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. შედეგად დიღმის მასივის, ნაძალადევის რაიონის და ლოტკინის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

 

ვაკის რაიონში - წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 725 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

საბურთალოს რაიონში -  სოფელ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დასრულების ფაზაშია. წყალარინების 350 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

სამგორის რაიონში - ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.  წყალარინების ქსელის 325 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ისნის რაიონში - დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, წყალარინების ქსელის 250 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

ნაძალადევის რაიონში - ავშნის და ნუშის ქუჩებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, წყალსადენის ქსელის  5 500 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

 

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
11.11.2016

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები