ახალი ამბები
...

17/11/2016 კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე  N63-თან, თეგეტა მოტორსთან დაზიანებულია  კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 600 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელი. დაზიანება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშენებული ბეტონის ფილების ზეწოლამ გამოიწვია. 

 

ადგილზე მობილიზებული იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  სამუშაო ჯგუფები  და მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად, მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.

 

სამუშაო პროცესს, ასევე  ართულებს ადგილზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რის გამოც საჭიროა უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვა.   

 

დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოების წარმოება  რამდენიმე  საათის განმავლობაში,  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს 18:00  საათიდან 18 ნოემბრის    დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგებაშეუწყდება:

 

სამგორის რაიონში:

კახეთის გზატკეცილს, ვარკეთილის მესამე მასივს, შუამთის, საცხენისის, ელდარის, კალოუბნის, გახოკიძის და ბერიშვილის ქუჩებს.

 

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge/ka/dagegmili

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს. 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები