ახალი ამბები
...

18/11/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში დედაქლაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვან ორ პროექტს კვლავ აქტიურად აგრძელებს:

დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.  წყალსადენის ქსელის 470 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.  პროექტის მიხედვით სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემა და სამუშაოების დასრულებისთანავე ნაძალადევის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

მეორე პროექტის ფარგლებში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, წყალსადენის ქსელის  5.5კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ამ დროისთვის, წყალსადენის ქსელის 300 მეტრზე მეტის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი უკვე შეიცვალა.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე, დასრულდა. წყალარინების 350 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი სრულად შეიცვალა.

ასევე, დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონში,  ტაბიძის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

კომპანიამ სამგორის რაიონში, ვარკეთილი სამი, IV მიკრო, 418-ე  კორპუსის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და წყალარინების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი ახლით შეცვალა.

ამავე რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, რუსთაველის ქუჩაზე - წყალარინების ქსელის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი უკვე შეიცვალა და სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ აქტიურად გრძელდება.

 

გლდანის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.  წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 460 მეტრი სიგრძის  მონაკვეთი ახლით იცვლება.

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - საბურთალოს რაიონში, კარტოზიას ქუჩაზე, სადაც წყალარინების ქსელის 100 მეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები