ახალი ამბები
...

25/11/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

 

 

 

 

 
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვან ორ პროექტს კვლავ აქტიურად აგრძელებს:

 

დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.  წყალსადენის ქსელის 470 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.  პროექტის მიხედვით სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემა და სამუშაოების დასრულებისთანავე ნაძალადევის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 

მეორე პროექტის ფარგლებში, ავშნის და ნუშის ქუჩებზე, წყალსადენის ქსელის  5.5კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება და ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, რაც მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ამ დროისთვის, წყალსადენის ქსელის 400 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი უკვე შეიცვალა.

 

მიმდინარე კვირის მანძილზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

 

გლდანის რაიონში - კანდელაკის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

გლდანის რაიონში - ავჭალა 2-ში,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალსადენის ქსელის  320 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

გლდანის რაიონში - ვარდისუბნის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 460 მეტრი სიგრძის  მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

საბურთალოს რაიონში - კარტოზიას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალარინების ქსელის 100 მეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

კრწანისის რაიონში - ბნელი ჩიხის ქუჩაზე,  სარებალიტიცაიო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 110 მეტრი და წყალარინების ქსელის 50 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

 

2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები