ახალი ამბები
...

23/12/2016 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა, ტექნოპარკში პარტნიორი ორგანიზაციებისთვის დაჯილდოების ცერემონია გამართა, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წლის საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა და სპეციალური ჯილდო გადასცა. აღნიშნულ ნომინაციაში ხუთმა კომპანიამ გაიმარჯვა. ღონისძებას, როგორც სამთავრობო სექტორი, ასევე ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 21 დეკემბერს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ შეტანილი საქმე გაზეთ „ვერსიას“ წინააღმდეგ GWP-ის სასარგებლოდ დასრულდა.

სადავო მასალა 2016 წლის, 22-23 თებერვლის გაზეთ „ვერსიაში“,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა.

21 დეკემბერს,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ტექნოპარკში ბიზნეს-მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch Ratings”-ის მიერ GWP-ისთვის ზედიზედ მეორედ „BB-“ –ის მინიჭებას  და 2017 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს მიეძღვნა.

პრესკონფერენციაზე  ხაზგასმით აღინიშნა, რომ  წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის  განსაზღვრული ინვესტიციები 2017 წელს, 2016-თან შედარებით,  გაორმაგდება და 81.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც  დამატებით 500 სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს.

მიმდინარე კვირის მანძილზე  კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბანში აგრძელებს:

ისნის რაიონში, გონაშვილის ქუჩაზე,  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. წყალარინების ქსელის 100 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ნაძალადევის რაიონში, ღრმაღელეს სათავე ნაგებობიდან სამგორის სათავე ნაგებობისკენ მიმავალ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - 325 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, ფრონეს ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,  წყალსადენის ქსელის 750 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ვაკის რაიონში, წყნეთში, გაგრის ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე წყალსადენის ქსელის 170 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო - წყალსადენის ქსელის 80 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ისნის რაიონში, დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, წყალარინების ქსელის 140 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, წყალარინების ქსელის 800 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.


2016 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 140 ქუჩაზე განახორციელებს და 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი შეიცვლება.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები