ახალი ამბები
...

20/01/2017 კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კრწანისის რაიონში, წყალარინების ქსელზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კერძოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, წყალარინების დიუკერული ტიპის ძირითად შემაერთებელ კოლექტორზე არსებულ 1200 მმ-იან ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს განაახლებს. 

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს:

 

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს - წყალარინების  ქსელის  1კმ სიგრძის და წყალსადენის ქსელის 100 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა.  

სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალარინების ქსელის 700 მეტრზემეტი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. საერთო ჯამში წყალარინების ქსელის 2.8 კმ სიგრძის მონაკვეთი შეიცვლება.

კრწანისის რაიონში, მელქაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

საბურთალოსრაიონში, ნურადინ ფრიდონის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ამავე რაიონში, ოდესის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება -150 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტურ ფაზაშია - ამ ეტაპზე, წყალსადენის ქსელის 800 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - წყალსადენის ქსელის 200 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

სამგორისრაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში, ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე, წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია: ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 260 მეტრის სიგრძის, ჭავჭავაძის ქუჩაზე - 320 მეტრი სიგრძის, ხოლო წერეთლის ქუჩაზე 600 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთები  ახლით შეიცვალა.

სამგორის რაიონში, ფრონეს ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია - ამ დროისთვის, წყალსადენის ქსელის 1.2კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ისნის რაიონში, დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - წყალსადენის ქსელის 380 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე, წყალსადენიის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა - 200 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

 

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები