ახალი ამბები
...

23/01/2017 თბილისის რაიონების გამგებლებმა ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს

21 იანვარს, თბილისის რაიონების გამგებლებმა, მოადგილეებმა და  გამგეობის წარმომადგენლებმაკომპანია ,,ჯორჯიანუოთერენდფაუერისწყალმომარაგებისობიექტებიდაათვალიერეს.

 

ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია მოინახულეს, სადაც სასმელი წყლის ანალიზი 24  საათიან რეჟიმში კეთდება. მათ ასევე, უნიკალური მობილური ლაბორატორია დაათვალიერეს, რომელიც დღეს რეგიონის მასშტაბით ერთადერთია. კომპანიის მობილურ ლაბორატორიაში ადგილზე ჩატარებული კვლევების  საშუალებით არასაწარმო და საწარმოო დაწესებულებებიდან წყალარინების კოლექტორში ჩამდინარე წყლის კონტროლი მიმდინარეობს.  

სტუმრებმა ასევე, საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგური - „საგურამოჰესი" მოიბახულეს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  მხრიდან გამგებლების ვიზიტს, გიორგი ცხადაძე - კომპანიის გენერალური დირექტორი, ეკატერინე ბერიძე - კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი, ირაკლი ბაბუხადია - კომერციული დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი - ოპერაციების მართვის დირექტორი, თამარ ნიკურაძე - ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. 

 

ვიზიტის მიმდინარეობისას  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ხელმძღვანელებმა, გამგეობის წარმომადგენლებთან,  კომპანიის სამომავლო გეგმებზე, საინვესტიციო და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. 

 

კომპანია მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები