ახალი ამბები
...

09/02/2017 GWP წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას ერთდროულად თბილისის 30 ქუჩაზე ახორციელებს

საბურთალოს, ვაკის, კრწანისის, გლდანის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში  წყალსადენის და წყალარინების მოძველებული ქსელები ახლით იცვლება და ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზურნველყოფს.

2017 წლის პირველივე თვეში,  კომპანიამ 8 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა - სამგორის რაიონში: ფრონეს ქუჩაზე, ვარკეთილის მეურნეობაში, რუსთაველის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე; ისნის რაიონში: დიდგორის და გონაშვილის ქუჩებზე; გლდანის რაიონში: რეაქტორის ხაზზე; ნაძალადევის რაიონში: ლოტკინის ხევის ქუჩაზე; საბურთალოს რაიონში: ნურადინ ფრიდონის ქუჩაზე. ჩამოთვლილ სარეაბილიტაციო პროექტებში, კომპანიამ 900 000 ლარამდე ინვესტიცია უკვე განახორციელა.

დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული, 50 ერთეული უახლესი სპეცტექნიკა და  650 მეტრი 1400 მმ-იანი, ქარხნული წესით დამზადებული ფოლადის, იზოლირებული ახალი  მილები შეიძინა.

დღეს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები აღჭურვილია თანამედროვე, JCB ექსკავატორებით, თვითმცლელი მანქანებით, მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მისაბმელი ლაფეტებით და სპეციალური იზოლაციით დამზადებული ფოლადის მილებით, რომელთა ექსპლუატაციის ვადა 3-ჯერ აღემატება არსებულს.

კომპანიამ, წყალმომარაგების სტაბილურობისა და განვითარებისთვის, 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც ჯამში 81.3 მლნ ლარს შეადგენს.  მიმდინარე წლის განმავლობაში, დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად, კომპანია დამატებით 500 ადამიანს დაასაქმებს.

აღნიშნული საინვესტიციო პროექტების მიხედვით, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით და დამატებითი  სამუშაო ბრიგადების მობილიზებით, კომპანია 2017 წელს 200-ზე მეტ ქუჩაზე  170 კმ ქსელს განაახლებს და 1700-ზე მეტ  ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დამონტაჟებს, რაც დედაქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას უზურნველყოფს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები