ახალი ამბები
...

17/02/2017 300 ვაკანსია თბილისში

 

22 თებერვალს, ოთხშაბათს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს. კომპანია დასაქმების ფორუმს „ექსპო ჯორჯიაში“, მესამე პავილიონში გამართავს.

ფორუმის მიზანია ტექნიკური, კომერციული და ადმინიტრაციული მიმართულებებით  განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების მოზიდვა, შერჩევა და დასაქმება.

 

ტრადიციულად, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელმაც  მათ სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს (www.worknet.gov.ge) ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ არსებული აქტუალური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია.

ასევე დასაქმების ფორუმის აქტიური მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულო.

 

ღონისძიებაზე  კანდიდატებს საშუალება ექნებათ სასურველი ვაკანსიის შესახებ  დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტებს  გაესაუბრონ.

დასაქმების მსურველებმა სასურველია ონლაინ რეგისტრაცია, წინასწარ, კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე და ფეისბუქ გვერდზე გაიარონ.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, 2017 წელი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც თავის მხრივ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის  -  80 მლნ ლარზე მეტის  ინვესტიციას გულისხმობს. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლებაა.

 

შესაბამისად კომპანიისთვის აუცილებელია  ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც  დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა.

 

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები