ახალი ამბები
...

22/02/2017 300 ვაკანსია თბილისში

 

დღეს, 22 თებერვალს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს.

დასაქმების ფორუმი დღეს, დილის 10:00 საათიდან „ექსპო ჯორჯიას“, მესამე პავილიონში მიმდინარეობს.

 

ღონისძიებაზე მოსულ კანდიდატებს, კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტები გაესაუბრნენ და სასურველი ვაკანსიის შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ფორუმის მიზანი ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული მიმართულებებით  განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების შერჩევა და დასაქმებაა.

 

პროექტის მხარდამჭერები, ტრადიციულად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულოა.

 

დასაქმების ფორუმის მიმდინარეობა, დღეს,  გიორგი ცხადაძემ  - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ -  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დავით ნარმანიამ -  ქალაქ თბილისის მერმა და გიორგი ალიბეგაშვილმა  - საკრებულოს თავმჯდომარემ შეაჯამეს.

 

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, 2017 წელი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც თავის მხრივ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის  -  80 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას გულისხმობს. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლებაა.

შესაბამისად კომპანიისთვის აუცილებელია  ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც  დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების დასაქმების და  განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს.

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები