ახალი ამბები
...

20/06/2017 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრეათონს იწყებს

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების  სააგენტოსთან ერთად, წყალმომარაგების სფეროს განვითარებისთვის, კიდევ ერთ პროექტს იწყებს. კომპანია 23, 24 და 26 ივნისს, რიგით მეორე, ტექნიკური ტიპის კრეათონს ჩაატარებს.

 

კრეათონი, სამშენებლო, საინჟინრო, ენერგეტიკის და საბუნებისმეტყველო (ფიზიკა) მიმართულებებით გაიმართება.

 

პროექტის მიზანი, ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებული ტალანტების და ინოვაციური იდეების მქონე, ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების, კურსდამთავრებულების და მაგისტრანტების მოზიდვაა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები დავალებებს ჯგუფურად შეასრულებენ და საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებას შეეცდებიან. სტუდენტებს ინოვაციური პროექტების შექმნაში გამოცდილი მენტორები დაეხმარებიან, კონსულტაციას კი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  დარგის სპეციალისტები გაუწევენ.

 

კრეათონის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო პროექტების ავტორები ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“  სტაჟირების პროგრამას გაივლიან, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.  კრეათონში გამარჯვებული, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები  ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა სხვა მონაწილეს კი დიპლომი გადაეცემა.

 

კრეათონში მონაწილეობის მსურველებმა 22 ივნისამდე უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე https://goo.gl/j3J19D

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები