ახალი ამბები
...

20/06/2017 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს გერმანელ ექსპერტებთან ერთად ახორციელებს

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო, მასშტაბური სამუშაოები უკვე დაიწყო. ამჟამად, კომპანიის სამშენებლო ბრიგადები ერთდროულად პეკინის გამზირის ხუთ მონაკვეთზე მუშაობენ.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს,  ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი ცხადაძესთან და მენეჯმენტის სხვა  წარმომადგენლებთან  ერთად მოინახულა.


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სამუშაოებს, მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტეთან ერთად ახორციელებს.  დაგეგმილია 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და  რეაბილიტაცია. სრულად შეიცვლება  წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

 

კომპანიის მენეჯმენტი, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბრიგადების სამუშაოების მიმდინარეობას, 24 საათიან რეჟიმში ვიდეომონიტორინგის საშუალებით ადევნებს თვალს.

 

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და მოეწყობა ევრო სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგების და წყალარინების  ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.

 

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს რამდენიმე ეტაპად განახორციელებს, პირველი ეტაპი 16 ივნისს დაიწყო, სამუშაოებს კომპანია აგვისტოში დაასრულებს.


სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები