ახალი ამბები
...

28/07/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მთავარ სამუშაოებს ასრულებს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  პეკინის ქუჩაზე,  ცენტრალურ მაგისტრალზე მთავარ სამუშაოებს დღეს, 28 ივლისს დაასრულებს.

კომპანიამ სამუშაოები, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა.

 

პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს, 1000 მმ-იანი მაგისტრალის 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთი ევროპული ტექნოლოგიით განახლდა და ექსპლუატაციაში გასაშვებად ჰოდროტესტირება ჩაუტარდა.

 

პარალელურად, 1000 მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი  ურდული დამონტაჟდა და  500 მმ-იანი წყალსადენის ქსელის დამცლელი მოეწყო.

 

პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს განათხარის დახურვა და კომპაქტირება დღეს საღამოს ჩატარდება.

აღნიშნული სამუშაოების გამო, წყალმომარაგება მოსახლეობას აღარ შეეზღუდება და ხვალიდან წყალი უწყვეტად მიეწოდება.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,  სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს, წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იან,  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელ ქსელებს სრულად შეცვლის.

 

სარეაბილიტაციო პროექტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე  მასშტაბურ სამუშაოებს  აგვისტოში  დაასრულებს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები