ახალი ამბები
...

14/08/2017 gwp - 15.08.2017 ანონსი - ხელმოწერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან

ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას გააფორმებენ

 

 

ხვალ, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების წარმომადგენლები (DEG), ხელს გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერენ.

FMO ნიდერლანდების  საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ინვესტირებას განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორში ახდენს. ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ფინანსური ინსტიტუტები.

 

ორგანიზაცია DEG ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის KfW–ის შვილობილია, რომელიც ასევე განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებს აფინანსებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნული ფინანსური რესურსით  მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს.

სხვა კატეგორიები
...

29/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვარკეთილის 3-ის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

  დღეს, 29 აგვისტოს, ვარკეთილის 3-ის, III მიკრორაიონში,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალსადენის ქსელის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყო. ...

ვრცლად

...

24/08/2017 ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი ჩაერთვებიან.   სამივე კომპანიის საინჟინრო ბრიგადები დღეს სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფა...

ვრცლად

...

23/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დაასრულებს

  დღეს, 23 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს ახორციელებს - ქუჩის მარჯვენა მხარეს ახლად მოწყობილი 1,5 კილომეტრამდე ქსელი თბილისის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთდება და...

ვრცლად

...

15/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 60 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს

დღეს, 15 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებამ (DEG), ხელი გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ჯორჯიან უოთ...

ვრცლად

...

10/08/2017 Gwp-იმ ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად კიდევ ერთი მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად ...

ვრცლად