ახალი ამბები
...

15/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 60 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს

დღეს, 15 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებამ (DEG), ხელი გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი FMO-სგან 40 მილიონი დოლარის მოცულობის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში,  ხოლო DEG-სგან 25 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიან სესხს მიიღებს.

აღნიშნული ფინანსური რესურსით კომპანია მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს. დაფინანსება გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციას, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას და ბოდორნაჰესის მშენებლობას მოხმარდება.

 

FMO ნიდერლანდების  საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ინვესტირებას განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორში ახდენს. ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ფინანსური ინსტიტუტები.

 

რას შეეხება DEG-ს, ორგანიზაცია თავის მხრივ ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის KfW–ის შვილობილია და განვითარებად ქვეყნებში კერძო კომპანიებს აფინანსებს.

 

დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ, ნიდერლანდების განვითარების ბანკის წარმომადგენელმა და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების წარმომადგენელმა მოაწერეს.

 

როგორც გიორგი ცხადაძე აღნიშნავს, მიღებული თანხებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს.  საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა წყალმომარაგების სფეროს განვითარებას და რიგითი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

 

 ხელმოწერის ცერემონიალს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, გერმანიის საელჩოს პირველი პირები და სხვა წარმომადგენლობითი სტუმრები ესწრებოდნენ.

 

საქართველოს მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დაფინანსება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ,,საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა. თუმცა სასმელად ვარგისი წყლის მომხმარებლამდე მიტანა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მსგავს პროექტებს და დიდ ყურადღებას ვაქცევთ მათ განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნალური პირობებით, იქნება ეს წყალმომარაგება, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება.” - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვლმა.

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები