ახალი ამბები
...

23/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დაასრულებს

 

დღეს, 23 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პეკინის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს ახორციელებს - ქუჩის მარჯვენა მხარეს ახლად მოწყობილი 1,5 კილომეტრამდე ქსელი თბილისის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთდება და ექსპლუატაციაში შევა.

 

აღნიშნულ ქსელზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით,  ევროსტანდარტის შესაბამისი 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული თანამედროვე ტექნოლოგიით მოეწყო და 7 ჰიდრანტი დამონტაჟდა.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა პეკინის ქუჩაზე, მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. სამუშაოები, მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად განხორციელდა.   

1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სრულად შეიცვალა  წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.

 

პეკინის ქუჩაზე სრულად განახლდა და მოეწყო ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდა ასევე, წყალმომარაგების და წყალარინების  ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.

 

კომპანიის ბრიგადები სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში, განუწყვეტლად ახორციელებდნენ.

 

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და დღეს, 23 აგვისტოს დაასრულებს.

 

 

 

 

 

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები