უკანონო მოხმარება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის #32 დადგენილებითაა დამტკიცებული, განსაზღვრულია, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს სასმელი წყლის უკანონო მოხმარება:

  • სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენების თვითნებურად მიერთება
  • სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება, აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის მიზნით
  • სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლების გაყალბება
  • სასმელი წყლის დატაცება მრიცხველის გვერდის ავლით ან/და მის გარეშე არასანქცირებული მოხმარება
  • ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან ან მოწყობილობებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის მოხმარება.

სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენისას, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს წყალმომარაგება შესაბამის მომხმარებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინასწარაა ცნობილი, რომ წყალმომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, გააუარესებს მის ჯანმრთელობას ან გამოიწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს.

კომპანია ვალდებულია, უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე შეადგინოს შესაბამისი აქტი, ხოლო უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს უკანონოდ მოხმარების პერიოდში დახარჯული სასმელი წყლის ღირებულება, ასევე, სასმელი წყლის შეწყვეტისა და აღდგენის ხარჯები.