ენერგომომარაგება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ელექტროენერგიას აწარმოებს მის საკუთრებაში არსებული "ჟინვალჰესისა" და "თეთრიხევიჰესის" საშუალებით. გამომუშავებული ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის გამოიყენება და თბილისის წყალმომარაგების ობიექტების ფუნქციონირებას ხმარდება. ორივე ჰიდროელექტროსადგური ჩართულია საქართველოს ერთიან ელექტროსისტემაში.

კომპანიის ობიექტები - არაგვის ხეობის, სამგორისა და ღრმაღელის სათავო ნაგებობები, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წყლის წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურები, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები, წყლის წნევის რეგულატორები და კომპანიის სხვა ნაგებობები წელიწადში, საშუალოდ, 290–300 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარს.

 

ჟინვალჰესი

ჟინვალის ჰიდროკომპლექსის შემადგენელი ნაწილი. სიმძლავრე შეადგენს 134 000 კვტ-ს.

 

თეთრიხევჰესი

დადგმული სიმძლავრე 12 მვ, საშუალო წლიური გამომუშავება – 20-25 მლნ კვტ.სთ.