უსაფრთხო წყალი - უსაფრთხო გარემო




”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, სამომავლოდ, სასმელი წყლის მიღების მხოლოდ უახლეს და ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებს გამოიყენებს, რაც ნედლი წყლის დამუშავების პროცესში მაქსიმალურ ეფექტს იძლევა. კომპანიას განზრახული აქვს იმდენად მოაწესრიგოს წყალარინების (კანალიზაცია) სისტემა, რომ ის თბილისის მოსახლეობის სანიტარული უსაფრთხოების ფარად იქცეს. ეს გულისხმობს, რომ დედაქალაქის ჩამდინარე საკანალიზაციო წყლები მთლიანად გათავისუფლდება ორგანული და არაორგანული დაბინძურებისგან და კომპლექსურად გაწმენდილი დაუბრუნდება ბუნებას.




კომპანიის გარემოსდაცვითი პრიორიტეტებია:


• სასმელი წყლის ეკოლოგიურად უსაფრთხო გზით მიღება

• თბილისის ჩამდინარე საკანალიზაციო წყლების ორგანული და არაორგანული დაბინძურებისგან გაწმენდა

• საკანალიზაციო წყლების მდინარე მტკვარში ჩაღვრის აღკვეთა

• გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია და ახალი ტექნიკით აღჭურვა

• სანიტარული ზონების მაქსიმალური დაცვა.


სოციალური პასუხისმგებლობა

meteo.gov.ge