მცხეთის წყალი

კომპანია ”მცხეთის წყალი”


"მცხეთის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ”რუსთავის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც სასმელი წყლით ამარაგებს ქ. მცხეთაში მცხოვრებ 2 520 აბონენტს (მოსახლეობა) და 90 საბიუჯეტო ორგანიაზაციასა და კომერციულ ობიექტს. "მცხეთის წყალი”, ყოველთვიურად, 490 992 მ3 სასმელ წყალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან” იღებს და თავის მომხმარებლებში ანაწილებს.

 

2008 წლის სექტემბრიდან, ქ. მცხეთის წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, განსხვავებით გასული წლებისგან, როცა მცხეთაში წყალმომარაგებაზე მკაცრი გრაფიკი იყო დაწესებული. 

უკანასკნელ წლებში, "მცხეთის წყალმა”, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური სამსახურის დახმარებით, რამდენიმე ცენტრალური წყალდენის რეაბილიტაცია განახორციელა, პარალელურად, წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე ყველა მნიშვნელოვანი ავარიული დაზიანება აღმოფხვრა; განახორციელა ხვადასხვა ქუჩის, მათ შორის - მუხრანის, მირიანის, გამარჯვებისა და ბორჯომის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სრული რეაბილიტაცია.


"მცხეთის წყალმა" მთლიანად განაახლა ბილინგის საინფორმაციო ბაზები და დააზუსტა თავის მომხმარებელთა რაოდენობა. კომპანია, მოსახლეობას დაგროვილი დავალიანებების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის პროგრამასაც სთავაზობს.