შვილობილი კომპანიები


კომპანია "რუსთავის წყალი”

"რუსთავის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ,,მცხეთის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს გარდაბანში, 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიაზაციებსა და კომერციულ ობიექტებს. "რუსთავის წყლის” მიერ გაწეული მომსახურების საფასური ერთ სულ მოსახლეზე 3,0 ლარს შეადგენს.

"რუსთავის წყალი” წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე ეტაპობრივად ახორციელებს სარეაბილიტაციო და გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს, ახდენს ავარიული დაზიანებების ლიკვიდაციას. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით წყალმომარაგების შეზღუდვაზე მოსახლეობა მუდმივად ინფორმირებულია.

რუსთავში წყალსადენის ქსელებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია. ქალაქის წყალმომარაგება უწყვეტად ხორციელდება. სრული დატვირთვით მუშაობს ხრამის სათავე ნაგებობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასმელი წყლის ხარისხს.

მუდმივად ტარდება ქ. რუსთავის მკვებავი მაგისტრალური წყალსადენების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც ”რუსთავის წყალი” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” ერთად ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებით ქალაქის წყალმომარაგება გაცილებით სტაბილური და საიმედო გახდა.


ასევე, დასრულდა ”რუსთავის წყლის” სათავე ნაგებობაზე ელექტრომეურნეობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები – დამონტაჟდა ახალი 6 კვ სიმძლავრის 2,2 კილომეტრიანი საჰარეო ხაზი და ახალი 16 მეგავატიანი ტრანსფორმატორი, რაც ხრამის სათავე ნაგებობისა და სატუმბო სადგურების საიმედო და უწყვეტ ელექტრომომარაგებას უზრუნველჰყოფს.

ახლიდან აღიჭურვა და გამართულად მუშაობს ”რუსთავის წყლის” ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს.

"რუსთავის წყალმა" მთლიანად განაახლა ბილინგისა და საინფორმაციო ბაზები და დააზუსტა მომხმარებელთა რაოდენობა. კომპანია, მოსახლეობას დაგროვილი დავალიანებების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის პროგრამასაც სთავაზობს.



კომპანია ”მცხეთის წყალი”


"მცხეთის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ”რუსთავის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც სასმელი წყლით ამარაგებს ქ. მცხეთაში მცხოვრებ 2 520 აბონენტს (მოსახლეობა) და 90 საბიუჯეტო ორგანიაზაციასა და კომერციულ ობიექტს. "მცხეთის წყალი”, ყოველთვიურად, 490 992 მ3 სასმელ წყალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან” იღებს და თავის მომხმარებლებში ანაწილებს.

 

2008 წლის სექტემბრიდან, ქ. მცხეთის წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, განსხვავებით გასული წლებისგან, როცა მცხეთაში წყალმომარაგებაზე მკაცრი გრაფიკი იყო დაწესებული. 

უკანასკნელ წლებში, "მცხეთის წყალმა”, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური სამსახურის დახმარებით, რამდენიმე ცენტრალური წყალდენის რეაბილიტაცია განახორციელა, პარალელურად, წყალსადენისა და წყალარინების ქსელებზე ყველა მნიშვნელოვანი ავარიული დაზიანება აღმოფხვრა; განახორციელა ხვადასხვა ქუჩის, მათ შორის - მუხრანის, მირიანის, გამარჯვებისა და ბორჯომის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სრული რეაბილიტაცია.


"მცხეთის წყალმა" მთლიანად განაახლა ბილინგის საინფორმაციო ბაზები და დააზუსტა თავის მომხმარებელთა რაოდენობა. კომპანია, მოსახლეობას დაგროვილი დავალიანებების შეღავათიანი რესტრუქტურიზაციის პროგრამასაც სთავაზობს.




თანამშრომლობა

meteo.gov.ge