წყალმომარაგების წყაროები და ობიექტები
...

წყალმომარაგების წყაროები

თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყაროებია მდინარე არაგვი და მისი ფილტრატები, რომლის მეშვეობით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტად ამარაგებს სასმელი წყლით.

წყალმომარაგების ობიექტები
...

ჟინვალის წყალსაცავი

ჟინვალის ჰიდროკომპლექსის შემადგენელი ნაწილი. მდებარეობს მდინარე არაგვზე, სოფელ ანანურსა და დაბა ჟინვალს შორის. მოწყობილია 102 მ სიმაღლის მიწის კაშხალი, რომელიც ქმნის 500 მლნ. მ3 მოცულობის წყალსაცავს. მისი დანიშნულებაა თბილისის სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგება, რაც ხორციელდება 42კმ-იანი 5,5მ დიამეტრის მქონე გვირაბით, 12მ3/წმ წყლის ოდენობით. სამგორის რაიონისთვის სარწყავი წყლის მიწოდება. ექსპლუატაციაში გაიშვა 1985 წელს.

...

ბოდორნის საბუფერო აუზი

ჟინვალის ჰიდროკომპლექსის შემადგენელი ნაწილი. მდებარეობს ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში, მოცულობით - 1.0 მლნ მ3. აქედან წყლის გარკვეული ნაწილი მიედინება მდ. არაგვის კალაპოტში, ნაწილი - კვებავს მუხრანისა და საგურამოს სარწყავ სისტემას, ხოლო ნაწილი - მაგისტრალური წყალდენით მიემართება თბილისის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად

...

ბულაჩაურის წყალსადენი

განთავსებულია მდ. არაგვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, 242 ჰექტარ ფართობზე. მისი დებიტი, საშუალოდ, 3000 ლ/წმ შეადგენს. აქედან 2000 ლ/წმ წყალი თვითდინებით მიეწოდება თბილისს, ხოლო 1000 ლ/წმ გადაიქაჩება საგურამოს წყალსადენის სამიჯნე კამერაში. წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით, ბულაჩაურში ფუნქციონირებს ქიმიური ლაბორატორია. წყალსადენი 1951 წელს გაიშვა ექსპლუატაციაში.

...

ჭოპორტ-მისაქციელის წყალსადენი

მდებარეობს მდ. არაგვის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე და მოიცავს 975 ჰექტარს. დებიტი, საშუალოდ, შეადგენს 1300 ლ/წმ და თვითდინებით შეედინება საგურამოს სამიჯნე კამერაში. წყალსადენი 1962 წელს გაიშვა ექსპლუატაციაში.

...

ნატახტრის წყალსადენი

პირველი უნიკალური სიფონური წყალსადენი, 1300 ლ/წმ. დებიტით. ექსპლუატაციაში გაიშვა 1933 წელს. მდებარეობს მდ. არაგვის მარჯვენა სანაპიროზე და მოიცავს 250 ჰექტარს. აქედან წყალი თვითდენით მიეწოდება თბილისს.

...

ნატახტრის ახალი წყალსადენი

დებიტი, საშუალოდ, შეადგენს 900 ლ/წმ და შუალედური ტუმბოს მეშვეობით შეედინება საგურამოს სამიჯნე კამერაში. ნატახტრის ახალი წყალსადენი 1982 წელს გაიშვა ექსპლუატაციაში.

...

მუხრანის ველის არტეზიული წყალსადენი

მდებარეობს თბილისი-ყაზბეგის გზის მარჯვენა მხარეს და მოიცავს 151 ჰექტარს. წარმოადგენს 55 ჭაბურღილის ერთიანობას. ამჟამად მოქმედია 35 ჭაბურღილი, რომელიც იძლევა 1225 ლ/წმ წყალს და შეედინება ნატახტრის სამიჯნე კამერაში. მუხრანის ველის არტეზიული წყალსადენი 1980 წელს ამოქმედდა.

...

სამგორის სათავო ნაგებობა

საერთო ფართი 3000 მ2-ია, წარმადობით - 5.0 მ3/წმ. ტერიტორიაზე განთავსებულია 50 ფილტრი, 6 მიწისქვეშა რეზერვუარი, სამი სატუმბო სადგური. სამგორის წყალსადენის I რიგი 500 ლ/წმ წარმადობით, ექსპლუატაციაში გაიშვა 1957 წ. ხოლო იმავე წარმადობის II რიგი - 1959 წელს. 1963 წელს საფილტრო სადგურის სიმძლავრე აყვანილ იქნა 2.0 მ3/წმ-მდე. ხდება ნედლი წყლის მრავალჯერადი დამუშავება-ფილტრაცია, შემდეგ კი გაუვნებელყოფა ქლორით. წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით, სამგორში ფუნქციონირებს ცენტრალური ქიმიური ლაბორატორია.

...

ღრმაღელის სათავო ნაგებობა

ჟინვალის ჰიდროკომლექსის შემადგენელი ნაწილი, წარმადობით 5.0 მ3/წმ. სანიტარული ზონის ტერიტორიაზე განთავსებულია 4 რეზერვუარი. საფილტრე სადგურში გამართულია კოაგულირებისა და ქლორირების ხაზები. სადგური ტექნოლოგიური პროცესების, ასევე შესრულების დონის მიხედვით წარმოადგენს თანამედროვე ტიპის ნაგებობათა ერთიანობას. ხდება ნედლი წყლის მრავალჯერადი დამუშავება-ფილტრაცია, შემდეგ კი გაუვნებელყოფა ქლორით. ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობა 1985 წლიდან ფუნქციონირებს. აქვე მოქმედებს ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია.

მდინარეები
...

მდინარე არაგვი და მისი ფილტრატები

თბილისი მდინარე არაგვის წყლით მარაგდება, რომელიც საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის, აგრეთვე მყინვარების დნობის შედეგადმიღებული წყლებით.

მდ. არაგვის შევიწროებულ მონაკვეთებში, მიწისვეშა წყლის ნაკადის დინება იზღუდება, რის შედეგადაც წყალი მიწის ზედაპირზე სხვადასხვაადგილას გამოედინება წყაროების სახით, ქმნის ღელეებს და კვლავ მდინარეს უერთდება.
მდინარე არაგვის ფილტრატები, იგივე წყაროები ამოედინება ჟინვალში, ბულაჩაურში, ჭოპორტში, საგურამოსა და ნატახტარში. ამ წყაროებისსაერთო მინიმალური დებიტი, დაახლოებით, 8 მ3/წმ-ის ტოლია. არაგვის ფილტრატებიც, მდ. არაგვთან ერთად, 1933 წლიდან დღემდე, თბილისისწყალმომარაგების ძირითადი წყაროა.