წყალარინება

თბილისის წყალარინების (კანალიზაცია) ქსელების მშენებლობა 1835 წელს დაიწყო. ძირითადად, გამოიყენებოდა აგურის კოლექტორები, რომელშიც ჩაედინებოდა როგორც სამეურნეო-ფეკალური წყლები, ასევე ატმოსფერული ნალექები და იღვრებოდა მდ. მტკვარში.

დღეისთვის, თბილისის წყალარინების ქსელები, დიამეტრით 150-დან 1200 მმ-მდე, მოწყობილია აგურის თაღოვანი, ბეტონის, რკინაბეტონის, კერამიკის, თუჯის, აზბოცემენტის და პოლიეთილენის მილებისაგან. წყალარინების სისტემა თვითდინებით მუშაობს.

ქსელების საერთო სიგრძე შეადგენს 1600 კმ-ს:

  •  1000 კმ - ქუჩის ქსელი
  •  600 კმ - შიდაკვარტალური და ეზოს ქსელები.

მთავარი გამყვანი კოლექტორის სიგრძე 72 კმ-ია. მისი საშუალებით ჩამდინარე წყლები გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე მიდის. მთავარ გამყვან კოლექტორზე ფუნქციონირებს 42 გამყოფი საკანი.
მტკვარზე მოწყობილია 5 დიუკერი – ავჭალის, დიდუბის, მეტეხის, მდ. გლდანულის და მდ. დიღმულის.

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის წარმადობაა 1,0 მლნ. მ3 დღ/ღ-ში.

კომპანია აქტიურად ახორციელებს მასშტაბურ პროექტს, სახელწოდებით "GWP მდინარე მტკვრის სისუფთავისთვის". პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია მთავარი გამყვანი საკანალიზაციო კოლექტორის დიუკერის მონაკვეთის რეაბილიტაცია; გრძელდება თბილისის ქუჩების წყალარინების ქსელების რეკონსტრუქცია და ასევე სრულდება, თბილისის მასშტაბით, წყალარინების ქსელების სანიაღვრე ქსელებისგან განმხოლოების სამუშაოები.