ახალი ამბები
...

03/08/2017 ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” „გალტ & თაგარტთან”ერთად საქართველოს ბაზარზე 40 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, საქართველოს ბაზარზე კომუნალური მომსახურების სფეროს  ორგანიზაციისთვის, უპრეცენდენტო მოცულობის, 40 მლნ ლარის ობლიგაციების კერძო განთავსება წარმატებით განახორციელა. ლარში ნომინირებული 6 თვიანი ობლიგაციებით  მიღებული თანხა კაპიტალურ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება.  აღნიშნული ფასიანი ქაღალდების წლიური სარგებელი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-ია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ გამოცემული ობლიგაციები კომპანია „გალტ & თაგარტმა” განათავსა.

 

,,წარმატებით ვაგრძელებთ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. ეს არის ობლიგაციების მეოთხე ემისია.  დამატებითი 40 მილიონი ლარის რესურსი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას მოხმარდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიის, ასევე წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

 

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მეშვეობით უკვე მეოთხედ მოხდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ობლიგაციების  წარმატებით განთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა განთავსება განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში. ამ მხრივ gwp მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში. ამ დროისთვის, „გალტ & თაგარტი“, საკუთარი პროფესიონალთა გუნდისა და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა აღნიშნულ გარიგებაზე და წარმატება ვუსურვო კომპანია gwp-ის“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

 

gwp ფასიანი ქაღალდების ემისიას უკვე მეოთხედ ახორციელებს. პირველად 2.6 მლნ ლარის ობლიგაციები კომპანიამ 2015 წლის აგვისტოში გამოუშვა. იმავე წლის 10 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 6 მლნ ლარის, ხოლო მესამედ, 2016 წლის 7 დეკემბერს 30 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები