PLANNED WORKS

13/03/2019 ჯივიპიმ ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, სტურუას  ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა და ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაობს ხვალ, 14 მარტს განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის დროს 14 მარტს, 22:00 საათიდან 15 მარტის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ლილოს დასახლებას

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

 

 

20/03/2019 gwp ხვალ, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/03/2019 gwp ხვალ, კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/03/2019 gwp ხვალ, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
14/03/2019
13/03/2019 ჯივიპიმ ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი განაახლა
NEWS

meteo.gov.ge