PLANNED WORKS

22/08/2019 23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს



ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.  gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3  მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 

ხვალ, 23 აგვისტოს, გლდანის მე-2 მიკრორაიონში კომპანია განახლებულ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.  მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

 

სამუშაოების მიმდინარეობისას, ხვალ, 23 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 24 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

გლდანის მე-7 მ/რ-ს N10-12 კორპუსებს, მე-5 მ/რ-ს N12-21 კორპუსებს და მე-6 მ/რ-ს.

ხიზანიშვილის, ჯაბიძის, წყაროთ უბნის,   ხევისპირის და ნანეიშვილის ქუჩებს

 

ხოლო, 24 აგვისტოს, ურდულები დამონტაჟდებახიზანიშვილის  ქუჩაზე, N108 კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულთან დაკავშირებით 24 აგვისტოს, საღამოს 21:00 საათიდან 25 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

გლდანის მე-2 და მე-4 მიკრორაიონებს.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge 

19/09/2019 gwp ხვალ, 20 სექტემბერს, ვაკის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/09/2019 gwp ხვალ, 20 სექტემბერს, ჩუღურეთის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
19/09/2019 ხვალ, 20 სექტემბერს ჯივიპი კრწანისში, რუსთავის გზატკეცილზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
18/09/2019 gwp ხვალ, 19 სექტემბერს, საბურთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
17/09/2019 ხვალ, ჯივიპი საბრთალოს რაიონში ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს
NEWS

meteo.gov.ge