PLANNED WORKS

24/01/2021 ჯივიპი 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს იწყებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური 26 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

 

წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მოხდება  ორი მაგისტრალური წყალსადენის ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე  დამონტაჟდება  ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები, რაც კომპანიას  წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის საშუალებას მისცემს.

 

ჩატარებული სამუშაოები ისნისა და ჩუღურეთის რაიონებს, ასევე ვაზისუბნის დასახლებას  ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, რაც მინიმუმადე შეამცირებს ტექნიკური სამუშაობის დროს აღნიშნულ რაიონებში წყალმომარაგების შეზღუდვას.

 

ჯივიპი სამუშაოების საწყის ეტაპს 26 და 27 იანვარს განახორციელებს, რა დროსაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

26 იანვარის დღის 12:00 საათიდან 27 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ჩუღურეთის რაიონში: 

ზაზიშვილის ქუჩა შესახვევებით, მეუნარგიას, სოლომონ ქურდიანის,  ლალიონის, ვეშაპური,ვეშაპურის შეს, რკინიგზის, დადიანის ქ. 1-დან 39-ის ჩათვლით და 2-ს, ჩიტაიას, ჩიქობავას, ფიროსმანის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის ქ. 1-დან 13-ის ჩათვლით და 2-დან 14-ის ჩათვლით, ვაგზლის მოედანს, აბასთუმის, თამარ მეფის კენტები, ჩუბინაშვილის, გოგოლის, დოლიძის, კლდიაშვილის, ნინოშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ტურგენევის, მაზნიაშვილის 31-37 ჩათვლით და 16-20 ჩათვლით , კანკავას, ჩანჩიბაძის, სულუხიას, ანაკლიის, ერისთავის, ახლციხის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, გრანელის, ქვლივიძის, ხიმშიაშვილის, ჩერქეზიშვილის,ადიგენის, რამიშვილის, გოცირიძის, ლოჭინის, არაგვისპირელის, ვერჰარნის, ნათიშვილის, ვეძათხევის, თოიძის, გორკის, გამცემლიძის შეს, მამრაძის, ბუხაიძის, კუმისის, ჩაისუბნის, ადიგენის, იაროსლავის, ლენტეხის, ოსიაურის, კონსტიტუციის ქუჩებს,

მიჩურინის, კივიძე, პალიასტომი, გროზნო, გროზნოს შეს, 9 ძმის 1-25 ჩათვლით, 2-16 ჩათვლით, ყირიმის, ყირიმის შესახვევი, უფლისციხის, ჩეჩელაშვილის მე-3 და მე4 შეს, საქარის, ფარავანი შესახვევებით, ნორიოს აღმართი 1-35 ჩათვლით, 2-34 ჩათვლით, როსტოვის, ქინქლაძის, კაპანაძის, სააკაძის 2-28 ჩათვლით, 1 დან 23 ჩათვლით, ძეგამის, ასპინძის, პირველი ასპინძის, პირველი ახალი არსენალი, არსენალის მთა, მეორე ახალი  არსენალი, ეკატერინე ჭავჭავაძე, გედევანიშვილის, გურგენიძე ,ართვინის,  წმ. ნიკოლოზის, სალიები 1-13, 2-24, ბერიაშვილიის ქ.


ნაძალადევის რაიონში:

ცინცაძისა და რიონჰესის ქუჩებს.

 

27 იანვრის  დღის 12:00 საათიდან, 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: ივერთუბანის დასახლებას, ხუდადოვის ქ. N173-ის კორპუსებს (სამხედრო დასახლება), ტყეკულტურის, მახათის აღმართის ქუჩას და შესახვევებს, ალავერდის, თუმანიშვილი-წერეთლის, კანდელაკის, მერი შერვაშიძის, ჟორდანიას, რეხის I, II, III  და მიმდებარე ქუჩებს.

 

ნაძალადევის რაიონში: უიარაღოს, კელაპტრიშვილის, ნოსტეს, კახიანის, მუშათა, ძმობის I, ძმობის II, ასათიანის, კისისხევის, ქებურიას, კაჭრეთისა და მიმდებარე უჩებს.

 

ტექნიკური სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაგეგმილია 4 თებერვალს, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას  კომპანია  წინასწარ, 2 თებერვალს გაავრცელებს.

 

 

 

04/03/2021 ხვალ 5 მარტს, ქუთათელაძის ქუჩა N15-თან გადაუდებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება
26/02/2021 ჯივიპი ხვალ, 27 თებერვალს, საბურთალოს რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
17/02/2021 ხვალ, 18 თებერვალს მაჭავარიანის ქუჩაზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება
17/02/2021 ჯივიი ხვალ, 18 თებერვალს, ზემო ავჭალაში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
14/02/2021 ხვალ, 15 თებერვალს ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს
NEWS