NEWS
...

31/07/2017 ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან 21.5 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს

 

დღეს, 31 ივლისს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა და  ევროპის საინვესტიციო ბანკმა დაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადეს. თბილისის წყალმომარაგების კომპანია ევროპის საინვესტიციო ბანკისგან  21.5 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიან სესხს მიიღებს, კაპიტალური საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ევროპული პოლიტიკის დამკვიდრებას მხარს მსოფლიოს 140 ქვეყანაში უჭერს.

 

საქართველოსთან მიმართებაში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი პირველი არასაფინანსო, კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული თანხა,  გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციასა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას მოხმარდება.

 

გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში  უპრეცენდენტო ინვესტიცია განხორციელდება, რაც კომპანიას, რომელიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა,  გარემოს დაცვის კუთხით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება, შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა.

 

დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა,  ვაზილ ჰუდაკმა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ მოაწერეს.

 

როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მთავარმა იურისტმა, ჯაბა მამულაშვილმა აღნიშნა: „ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიმართ განსაკუთრებული ნდობის გამომხატველია. დაფინანსება უზრუნველყოფს კომპანიის მიერ ისეთი ტიპის საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქვეყნის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, მეორეს მხრივ - რიგითი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.“

 

„გაფორმებული ხელშეკრულება უნიკალურია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საინვესტიციო ბანკი პირდაპირი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს კერძო კომპანიას საქართველოში. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის სექტორში მომსახურების ხარისხს, რაც პოზიტიურად  აისახება საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“- განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა. 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE