NEWS
...

08/08/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციას ეხმაურება

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბლიტაციო სამუშაოებს ატარებს.  ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისა   და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანია  2017 წელს, წინა წელთან შედარებით გაორმაგებულ, 81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციებში მოყვანილი წყალმომარაგების შეზღუდვის შემთხვევები დაკავშირებულია კომპლექსურ  სამუშაოებთან, რომელსაც  კომპანია ერთდროულად 34 ობიექტზე აქტიურად აწარმოებს, მათ შორის პეკინის, ასათიანის, ცისკარიშვილის, კლდიაშვილის, ინგოროყვას  ქუჩებზე.

 

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ინტენსიურად იცვლება მოძველებული, ამორტიზებული მილები. ასევე, წყალმომარაგების ქსელზე მონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუტურული ელემენტები -  ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები, რაც სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და მინიმუმამდე ამცირებს წყალმომარაგების შეზღუდვებს.

 

აღსანიშნავია ვაზისუბნის მიკრორაიონების მკვებავ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც მოძველებული ქსელის დიაგნოსტიკის შედეგად სისტემური ხასიათის დაზიანება გამოვლინდა. საკითხის სრულად მოგვარების მიზნით, კომპანიამ ვაზისუბნის მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია დაგეგმა.  სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება და ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

 

ხაზგასასმელია, რომ სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია წყალმომარაგების შეზღუდვის გარეშე, რის შესახებაც მომხმარებლის ინფორმირებას კომპანია  ახდენს წინასწარ -  სმს შეტყობინების, ვებ გვერდისა და ფეისბუქის საშუალებით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაქსიმალურად ცდილობს სარეაბილიტაციო და ტექნიკური სამუშაოების უმოკლეს დროში შესრულებას.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE