NEWS
...

09/08/2017 წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება ამჟამად 40 ქუჩაზე მიმდინარეობს

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ქსელის გამართულად და სტაბილურად ფუნქციონირების მიზნით ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბლიტაციო პროექტებს ახორციელებს. კომპანიის მართვაში არსებული ქსელის უმეტესი ნაწილი შეცვლა-განახლებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის   და წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანიამ  2016 წელს 44.3 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო 2017 წელს   81.3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

 

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მოძველებული, ამორტიზებული მილები ინტენსიურად იცვლება ახლით. ასევე, წყალმომარაგების ქსელზე მონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუტურული ელემენტები -  ევროპული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები, რაც შემდგომში სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

 

2017 წელს დაგეგმილი პროექტების ფარგლებში  უკვე 104 ქუჩაზე ჩატარდა ქსელის სრული რეაბილიტაცია. ამ მომენტში 40 ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად კომპანია წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ - აღდგენით სამუშაოებსაც აწარმოებს.

 

სარეაბილიტაციო პროექტების უმოკლეს დროში განხორციელებისთვის კომპანიამ მნიშვნელოვნად  გაზარდა ტექნიკური ჯგუფების რაოდენობა,  ასევე, შეისყიდა წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული უახლესი სპეცტექნიკა. ჩატარებული პროექტებისა და სამუშაოების შედეგად საგრძნობლად შემცირდა როგორც დაზიანებების რაოდენობა, ასევე ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  ყოველთვის ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე. აქედან გამომდინარე, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს წყალმომარაგების ქსელზე ნებისმიერი სარეაბილიტაციო და ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს დროში შეასრულოს.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE