NEWS
...

20/11/2017 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოციალური კამპანია დაიწყო

19 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სოციალური კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს ახალ მზიურში ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის მიზანი, ორი ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური თემის გაერთიანებაა, როგორიც წყლის რესურსის გაფრთხილება და გარემოზე ზრუნვაა.

 

კამპანიის წარდგენას პროექტის მხარდამჭერი საზოგადოებისთვს ცნობილი სახეები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე  და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე gwp-ის მიერ მომზადებული ახალი სოციალური კლიპის პრემიერა გაიმართა. კამპანიაში ჩართულმა ადამიანებმა, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის ძირითად კონცეფციაზე ისაუბრეს.

 

სოციალური კამპანიის #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს სახე ახალი თაობის მსახიობი რუსკა ქარქაშაძეა.  ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაკე-საბურთალოს ყველა სკოლაში ჩაატარა საგანმანათლებლო ტრენინგი, ხოლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შემდეგ ეტაპზე შერჩეული სკოლების მოსწავლეები უკვე საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან. 

 

კამპანიის ერთ-ერთი მიზანი მყარი საფუძვლის შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდი თაობის მსოფლიო მოქალაქედ ჩამოყალიბებას“ - აცხადებს ეკა ბერიძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კომუნიკაციების დირექტორი.

 

კამპანია #დაზოგეწყალი #გაუფრთხილდიგარემოს არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს იმ პასუხისმგებლობის გააზრებას, რომ თითოეული ჩვენგანი გარემოს ნაწილია და  მასზე აქტიურ ზემოქმედებას  ახდენს.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE