NEWS
...

17/01/2018 გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაცია

დღეს, 17 იანვარს, სასტუმრო რუმსს თბილისში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა, უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო პროექტზე, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციაზე ისაუბრეს. 

 

გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა არის სტრატეგიული მნიშვნელობის რთული საინჟინრო ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის კომუნალური წყლების გაწმენდას და  გაწმენდილი წყლების ბუნებაში დაბრუნებას. კომუნალური წყლების გაწმენდა არის კომპლექსური, რამდენიმე საფეხურიანი პროცესი, რომლის შედეგად ჩამდინარე წყლები გარემოსთვის უსაფრთხო ხდება. 

 

აღნიშნულ პროექტში ჯივიპი უპრეცენდენტო, 60 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში კომუნალური წყლების გაწმენდა  ევროდირექტივებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მოხდება. შედეგად შემცირდება გარემოზე ზემოქმედება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდინარეების ეკოლოგიურიმდგომარეობა,რაც საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

 

ძირითად სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია სტრაბაგი ახორციელებს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ოპერირებს.  გარდაბნის სარეაბილიტაციო პროექტს ზედამხედველობას უწევს გერმანული კომპანია შლეგელი. რეაბილიტაციის პროცესში   200 სპეციალისტია დასაქმებული.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციას   ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG)  მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით აფინანსებს.

 

კომპანიის მიერ მსგავსი ტიპის სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელება  ხელს უწყობს, ერთის მხრივ  ქვეყნის გრძელვადიანი მიზნების მიღწევას, მეორეს მხრივ -  მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას.

 

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE