NEWS
...

31/01/2018 Gwp-იმ ვაზისუბნის მიკრორაიონების წყალმომარაგების სისტემა განაახლა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვაზისუბნის წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მასშტაბური პროექტი დაასრულა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანიამ ვაზისუბნის მიკრორაიონების  მკვებავი წყალმომარაგების   ქსელის 1 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად შეცვალა.  პარალელურად, აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობის მიზნით, ევროსტანდარტის ურდულები დაამონტაჟა. შედეგად ვაზისუბანში 8600-ზე მეტ ოჯახს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება. პროექტში კომპანიამ 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სარეაბილიტაციო პროექტის ბოლო ეტაპს კომპანია დღეს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთების ძირითად ნაწილს ღამის საათებში განახორციელებენ.

სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რისგამოც  დღეს, 31 იანვარს, საღამოს 23:00 საათიდან,  ხვალ, 1-ლი თებერვლის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში - ვაზისუბნის მიკრორაიონებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით -  www.gwp.ge

Other Categories
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

MORE

...

24/11/2023 ჯივიპი დიდ დიღომში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

MORE

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

MORE

...

25/03/2023 Special announcement of Georgian Water and Power Company

 Today, March 25, restoration works on the damaged section of the Georgian Water and Power water main pipe near Gagarin Street N1 continue in an intensive mode. For safety reasons, car traffic is partially restricted from Gagarini Str...

MORE